მტრისგან შეწუხებულ სოფელს ივანე კოტორაშვილის იმედი აქვს, შემოპარულ მტერს კომბლით დაერევა და შავ დღეს დააყრის. სოფელი ცდილობს დევკაცს ცოლად კატო შერთოს, მაგრამ ივანე უღლის დადგმას არ ჩქარობს. მტერთან დაუნდობელი ვაჟკაცი საყვარელი ქალის წინაშე ბავშვივით მორცხვი ხდება. თანასოფლელები ქალ-ვაჟს გაკოჭავენ და ასე დასწერენ ჯვარს. ბედს შეგუებული ივანე ოჯახურ ბედნიერებას ხეირიანად ვერც კი შეიგრძნობს, ისევ ომში მოუწევს სამშობლოს დასაცავად წასვლა.