საჰაერო ხიდი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1971 მეტრი, 71 წუთი

გამოშვების წელი: 1974

 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: ნოდარ წულეისკირი
დამდგმელი ოპერატორი: შოთა კილაძე , ოთარ ჭუმბურიძე
დამდგმელი მხატვარი: დავით ლურსმანაშვილი
კომპოზიტორი: სულხან ნასიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ლარისა დიღმელოვა , ევგენია ბეჟანოვა

უმაღლეს სასწავლებელში გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ სოფლელი გოგონა ზესნახე და მასზე შეყვარებული ბუძგურია სამუშაოდ ენგურჰესის მშენებლობაზე გაემგზავრებიან. ზესნახე ოპერატორის ხელობას სწრაფად შეითვისებს, მეგობრებს შეიძენს, თაყვანისმცემელიც ბევრი გამოუჩნდება. ბუძგურიას კი უპასუხისმგებლობისთვის სამსახურიდან დაითხოვენ. შეყვარებულები იჩხუბებენ. შეწუხებული ბუძგურია მეესკავატორეს სთხოვს, ხელობა ასწავლოს. იგი სამსახურში თავს აღიდგენს და შეყვარებულსაც შეურიგდება.