შერეკილები

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2159 მეტრი, 80 წუთი

გამოშვების წელი: 1973 , პრემიერა: 1974

 

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი , თენგიზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი , ჯანსუღ კახიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ნელი ფარცვანია
მონაწილეობენ: ვასილ ჩხაიძე (ქრისტეფორე) , დათო ჟღენტი (ერთაოზი) , არიადნა შენგელაია (მარგალიტა) , ბორის წიფურია (ხუტა) , აბრეკ ფხალაძე (ნოშრევანი) , მერაბ ელიოზიშვილი (ტრიფონი) , აკაკი (კაკო) ბაქრაძე (მიზანა) , გრიგოლ ტყაბლაძე (მღვდელი) , იოსებ (სოსო) ხაინდრავა (ექიმის თანაშემწე)

მამის გარდაცვალების შემდეგ ერთაოზს სოფელში აღარაფერი დარჩენია და ბედის საძებნელად ქალაქში მიდის. ქალაქში ის მშვენიერ მარაგალიტას გაიცნობს, რომელიც, სანამ მისი ქმარი სამსახურშია, შინ თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე შეყვარებული ერთაოზი ქალს ციხის უფროსის თავიდან მოშორებაში დაეხმარება, რის გამოც ხუტა-უფროსი მას სატუსაღოში გამოამწყვდევს. ციხეში ერთაოზს უცნაურ პატიმარი ქრისტეფორე დახვდება, რომელიც საფრენი აპარატის შექმნის იდეით არის შეპყრობილი. "შერეკილებად" მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი გაქცევას მოახერხებენ, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და, ყველას გასაკვირად, ცაში აფრინდებიან.