გოგონა და ჯარისკაცი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 556 მეტრი, 20 წუთი

გამოშვების წელი: 1970

 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: ლევან ჭელიძე , ფრანგიზა ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა

გივი ქარხანაში მუშაობს, ინსტიტუტში სწავლობს და საუკეთესო მოკრივედაც ითვლება. მას კიოსკის გამყიდველი ირინე მოსწონს. ქალიშვილის დამოკიდებულება რომ გაიგოს, გივი გამომცდელად შეაპარებს, რომ სხვა გოგონა უყვარს. ნაწყენი ირინე იხტიბარს არ გაიტეხს და ამაყად უპასუხებს, რომ შეყვარებული მასაც ჰყავს. მეორე დღეს გივის ირინე კიოსკში აღარ დახვდება. გულგატეხილი ინსტიტუტს და სპორტს მიატოვებს და ჯარში წასვლას გადაწყვეტს. სადგურზე ირინე შეხვდება, რომელიც სხვა მიმართულებით მიემგზავრება.