გივი ქარხანაში მუშაობს, ინსტიტუტში სწავლობს და საუკეთესო მოკრივედაც ითვლება. მას კიოსკის გამყიდველი ირინე მოსწონს. ქალიშვილის დამოკიდებულება რომ გაიგოს, გივი გამომცდელად შეაპარებს, რომ სხვა გოგონა უყვარს. ნაწყენი ირინე იხტიბარს არ გაიტეხს და ამაყად უპასუხებს, რომ შეყვარებული მასაც ჰყავს. მეორე დღეს გივის ირინე კიოსკში აღარ დახვდება. გულგატეხილი ინსტიტუტს და სპორტს მიატოვებს და ჯარში წასვლას გადაწყვეტს. სადგურზე ირინე შეხვდება, რომელიც სხვა მიმართულებით მიემგზავრება.