დიდი მწვანე ველი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2398 მეტრი, 90 წუთი

გამოშვების წელი: 1967

 

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორი: მერაბ ელიოზიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა

მწყემსი სოსანა მთელ დღეებს ნახირში ატარებს ველზე. სოფლიდან ცოლ-შვილსაც ჩამოიყვანს. სურს შვილს მწყემსური ცხოვრება შეაყვაროს. გეოლოგები ველზე ნავთობს აღმოაჩენენ. იქ, სადაც ნახირი ძოვს, ჭაბურღილები უნდა აღიმართოს. კოლმეურნეობა მოითხოვს, სოსანამ ჯოგი ფერმას ჩააბაროს. სოსანას პირადი ცხოვრებაც აერევა, ცოლი მიატოვებს. მწყემსი ცვლილებებს ვერ ეგუება, სურს წინაპართა წესით იცხოვროს და მათ სიახლოვეს დაიმარხოს. აღარც ცოლ-შვილი, აღარც საქონელი... სოსანა დათოვლილ ველზე დაკარგულ ნახირს დაეძებს.