აღმაფრენა

კინონოველა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 469 მეტრი, 17 წუთი

გამოშვების წელი: 1964 , პრემიერა: 1964

 

დამდგმელი რეჟისორი: ნანა მჭედლიძე
სცენარის ავტორი: ანზორ სალუქვაძე
დამდგმელი ოპერატორი: გია ჭუბაბრია
დამდგმელი მხატვარი: დინარა ნოდია
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ბ. ბაში
მონაწილეობენ: ზაქარია (შაქრო) ჯორჯაძე (ბიჭუნა) , თენგიზ არჩვაძე (მფრინავი) , ნელი კილოსანიძე (სტიუარდესა) , ირაკლი ქოქრაშვილი (მწონავი)

ბიჭმა პატარა თვითმფრინავი ააგო და, მის შესაძლებლობებში დარწმუნებულმა, აეროდრომზე წაიღო. ნამდვილი თვითმფრინავების ნახვით მოხიბლული ბიჭის ხელნაკეთ თვითმფრინავს ყველა დასცინებს, ნაწყენი ბავშვი საფრენი ბილიკისკენ გაიქცევა და თვითმფრინავს ცისკენ უბიძგებს. გაოცებული ადამიანების თვალწინ იგი ლაღად აიჭრება ცაში.