აპრილი

ფილმი-ზღაპარი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 5 ნაწილი, 1223 მეტრი, 45 წუთი

გამოშვების წელი: 1962

 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორი: ერლომ ახვლედიანი , ოთარ იოსელიანი
დამდგმელი ოპერატორი: იური ფედნევი
დამდგმელი მხატვარი: ედუარდ ლაპკოვსკი
კომპოზიტორი: სულხან ნასიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: შალვა გეგელაშვილი

ვაჟას და მზიას სიყვარული ძველი ქალაქის ხმაურიან, ვიწრო ქუჩებში იწყება. ქალაქი შენდება. დაქორწინებულები ახალ ბინაში სახლდებიან. ბინა ცარიელია, მაგრამ სიცოცხლით და სიყვარულით სუნთქავს. სრული ბედნიერებისთვის მეზობელი წყვილს ავეჯის შეძენას ურჩევს. სახლი ნივთებით ივსება, ახალგაზრდების ურთიერთობა – პრობლემებით. გონს დროზე მოეგებიან. ავეჯს ფანჯრიდან მოისვრიან და მასთან ერთად ყალბ ფასეულობებსაც, რომელთა დევნამ კინაღამ მათი ბედნიერება შეიწირა.


ეკრანზე გასაშვებად ნებადართულ იქნა 1974 წელს.