ერთი ცის ქვეშ

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2107 მეტრი, 77 წუთი

გამოშვების წელი: 1961

 

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი: ლანა ღოღობერიძე , არჩილ სულაკაური
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი , ნიკოლოზ იგნატოვი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

"თავადის ქალი მაია" – გასული საუკუნის 20- იანი წლები. ქონებასა და დიდებასთან ერთად წარსულს ჩაბარდა თავადის ქალის, მაიას ახალგაზრდობა და სასიყვარულო თავგადასავლები. მის უკანასკნელ მიჯნურს, ნათავადარ ბონდოს, მაიას მსახური გოგო დაფინო შეუყვარდება. შეურაცხყოფილი მაია მოღალატე საყვარელზე დაფინოს საქმროს, ამბაკოს ხელით იძიებს შურს. ბონდოს სიკვდილის შემდეგ მაია ხვდება, რომ მომავალ ახალ ცხოვრებაში მისი ადგილი აღარ არის და ზღვაში თავს იხრჩობს.
"მტრედები" – მეორე მსოფლიო ომი. ქალაქის თავზე მტრის თვითმფრინავის გამოჩენა რომ არ გამორჩეთ, თბილისელი ახალგაზრდები ნანა და ლევანი სახლის სახურავზე მორიგეობენ. გაუბედავად შეეპარებათ ერთმანეთის სიყვარული. უფროსი ძმის დაღუპვის შემდეგ ლევანი ფრონტზე გაემგზავრება. ნანა მორიგეობას განაგრძობს და ვაჟის დაბრუნებას ელის, მაგრამ ფრონტიდან მისი დაღუპვის ცნობა მოდის.
"ფრესკა" – ზაზა გატაცებით მუშაობს სპორტის სასახლის მოხატვაზე. იგი შეყვარებულია, მაგრამ არა არქიტექტორ რუსუდანზე, რომელიც მისთვის მხოლოდ ნიჭიერი პროფესიონალია. რუსუდანი მიხვდება, რომ ზაზა მის გრძნობას არ იზიარებს და ბედს შეურიგდება.


ფილმი მოგვითხრობს სამი ამბავის შესახებ.
გადაღებულია ლეო ქიაჩელის მოთხრობის "თავადის ქალი მაიას" და არჩილ სულაკაურის ნოველების "მტრედების" და "ფრესკას" მიხედვით.