გრძელი ნათელი დღეები

მთავარი icon ფილმები  icon გრძელი ნათელი დღეები

გრძელი ნათელი დღეები

დრამა  

Indiz Film  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, მეტრი, 102 წუთი

გამოშვების წელი: 2013

 

დამდგმელი რეჟისორი: ნანა ექვთიმიშვილი , სიმონ გროსი
სცენარის ავტორი: ნანა ექვთიმიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ოლეგ მუტუ
დამდგმელი მხატვარი: კოტე ჯაფარიძე , მედეა ბაქრაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გაიოზ კიკნაძე
მონტაჟი: შტეფან შტაბენოვი
პროდიუსერი: სიმონ გროსი , მარკ ვეხტერი , ნანა ექვთიმიშვილი
მონაწილეობენ: ლიკა ბაბლუანი (ეკა ხიზანიშვილი) , მარიამ ბოკერია (ნათია ზარიძე) , ზურაბ გოგალაძე (კოტე) , დათა ზაქარეიშვილი (ლადო) , ანა ნიჟარაძე (ანა - ეკას დედა) , მაია ნინუა (სოფიკო - ეკას და) , თეიმურაზ (თემიკო) ჭიჭინაძე (ნათიას მამა) , თამარ ბუხნიკაშვილი (ნათიას დედა) , ბერტა ხაფავა (ნათიას ბებია) , სანდრო შანშიაშვილი (ნათიას ძმა) , ზაზა სალია (კოტეს მამა) , ენდი ძიძავა (კოტეს დედა) , მარი (მარინა) ჯანაშია (მასწავლებელი) , გიორგი ალადაშვილი (კოპლა) , მაია ლომიძე (პურის გამყიდველი)

თბილისი, 90-იანი წლების დასაწყისი: ეკას და ნათიას, თოთხმეტი წლის მეგობრების ცხოვრება ქუჩაში, სკოლაში, ეკას უფროს დასთან და მეგობრებთან ერთად ვითარდება. საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი დომინირებს, გოგონები ისეთი საკითხების წინაშე დგებიან, როგორიცაა ადრეული ქორწინება და შურისძიება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ქვეყანაში ომია, დედაქალაქში კი ძალადობა და განუკითხაობა სუფევს, ეკა და ნათია, ორი განუყრელი მეგობარი ეს ესაა ცხოვრებას იწყებენ.


ფინანსური მხარდაჭერა:
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
გერმანიის კულტურისა და მედიის სახელმწიფო ფონდი;
საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო ფონდი;
საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის სახელმწიფო ფონდი.