სანგარი

 

სინეტექი  

ხანგრძლივობა: 1 ნაწილი, მეტრი, 10 წუთი

გამოშვების წელი: 2008

 

დამდგმელი რეჟისორი: ამირანი (II) დოლიძე
სცენარის ავტორი: ამირანი (II) დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: მირიან თაბუკაშვილი
დამდგმელი მხატვარი: თეონა ბარამიძე , ნიკა გურასპაშვილი , პაატა ლეკიაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გენო შენგელია
პროდიუსერი: ირაკლი ბაღათურია , ნიკოლოზ (ნიკა) აბრამიშვილი

ორი ჯარისკაცი სანგარში იღვიძებს. მამა-შვილის ასაკის ჯარისკაცები ერთმანეთს გაიცნობენ და დავას იწყებენ, თუ რის გამო მოხდა ომი. შემდეგ საერთო ენას გამონახავენ, პირადულ ამბებსაც გაიხსენებენ და ბოლოს ერთად ცეკვავენ ქართულ ცეკვას - თუმცა აღმოჩნდება, რომ არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის.