ორი ჯარისკაცი სანგარში იღვიძებს. მამა-შვილის ასაკის ჯარისკაცები ერთმანეთს გაიცნობენ და დავას იწყებენ, თუ რის გამო მოხდა ომი. შემდეგ საერთო ენას გამონახავენ, პირადულ ამბებსაც გაიხსენებენ და ბოლოს ერთად ცეკვავენ ქართულ ცეკვას - თუმცა აღმოჩნდება, რომ არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის.