მედალიონი

 

სინეტექი  

ხანგრძლივობა: 1 ნაწილი, მეტრი, 10 წუთი

გამოშვების წელი: 2008

 

დამდგმელი რეჟისორი: ვალერიან (ვაკო) კირკიტაძე
სცენარის ავტორი: ვალერიან (ვაკო) კირკიტაძე
დამდგმელი ოპერატორი: გური (გუკა) გოლიაძე , ანრი ცინცაძე , გიორგი (გეგა) ჩანტლაძე
დამდგმელი მხატვარი: ნანა სამანიშვილი , თეონა ბარამიძე , აკაკი ჯაში
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გენო შენგელია
პროდიუსერი: ირაკლი ბაღათურია , დავით (დათო) თავართქილაძე , იოსებ (სოსო) თავართქილაძე

ჯარისკაცები დაცარიელებულ სოფელში "მაროდიორობენ". სამი ჯარისკაცი ოცეულს გამოეყოფა და გასაქურდად მიადგება სახლს, სადაც სოფელში შემთხვევით დარჩენილ ბავშვს გადაეყრება. ჯარისკაცები ბავშვს მედალიონს ართმევენ და მანქანით გარბიან. ბავშვი დაედევნება, მას ხან ავტომატით აშინებენ, ხან ხელყუმბარით, ერთ-ერთი ჯარისკაცი ჰაერშიც კი გაისვრის, მაგრამ ბავშვი მაინც მისდევს მანქანას.