ჯარისკაცები დაცარიელებულ სოფელში "მაროდიორობენ". სამი ჯარისკაცი ოცეულს გამოეყოფა და გასაქურდად მიადგება სახლს, სადაც სოფელში შემთხვევით დარჩენილ ბავშვს გადაეყრება. ჯარისკაცები ბავშვს მედალიონს ართმევენ და მანქანით გარბიან. ბავშვი დაედევნება, მას ხან ავტომატით აშინებენ, ხან ხელყუმბარით, ერთ-ერთი ჯარისკაცი ჰაერშიც კი გაისვრის, მაგრამ ბავშვი მაინც მისდევს მანქანას.