ომი და ქორწილი

 

სტუდია "გარიგება"  

ხანგრძლივობა: 11 ნაწილი, მეტრი, 105 წუთი

გამოშვების წელი: 2010

 

დამდგმელი რეჟისორი: ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი
სცენარის ავტორი: ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი , პაატა ბერიკაშვილი , თენგიზ თხილავა
დამდგმელი ოპერატორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე
დამდგმელი მხატვარი: მალხაზ კუხაშვილი
კომპოზიტორი: გიგი დედალამაზიშვილი
მონტაჟი: მარინა კოლხიდაშვილი , ირაკლი ჭეიშვილი
პროდიუსერი: თენგიზ თხილავა , ნათია გოგოჭური , ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბებზე. 2008 წლის 9 აგვისტოს ძევერელებმა ომის მიუხედავად მაინც გადაიხადეს ქორწილი, ერთი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი შეეძინა.

მუსიკა: ჯგუფი "მგზავრები "

ფილმის იდეა ზაზა კოლელიშვილის, ლალი მაზიაშვილის სტატიის "ძევერელებმა გაგანია ომში იქორწინეს" მიხედვით.