დაიბადა 1985 წელს, თბილისში. 2003 წელს ელენემ ჩააბარა საქართველოს სამხატვრო აკადემიაში სადაც სწავლობდა მონუმენტურ მხატვრობას. სწავლის დროს ელენემ და მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს სახელოვნებო ჯგუფი LOTT. LOTT ის ჯგუფი კოლექტიურად მუშაობდა 2007 წლამდე და შექმეს კოლაბორაციული სადიპლომო ნამუშევარი „სველი წრე“. 2008 წელს ელენემ საქართველო დატოვა და გააგრძელა სწავლა ჟენევაში მაგისტრის ხარისხის მისაღებად ხელოვნების და დიზაინის სკოლაში (HEAD), კვლევა ეხებოდა კრიტიკული კურატორული კიბერმედია. მაგისტრის დამასრულებელი თეზისი „მოდუს ვივენდი“ ეხებოდა კოლაბორაციულ სამუშაო პროცესს ხელოვნების ისტორიაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2012 წელს ელენემ გააგრძელა სწავლა კინოს მიმართულებით იმავე სკოლაში. 2014 წელს დაასრულა სწავლა და გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმით „Gospel of Anasyrma“ და დაწერა თეზისი „ჟან ჯენე და ჟესტის როგორც წინააღმდეგობა კინოში“. 2016 წელს ელენემ და ორმა სხვა არტისტმა ჩამოაყალიბა საწარმოო კომპანია „მიშკინ“, იმისთვის რომ შეექმნათ დამოუკიდებელი პლატფორმა დამოუკიდებელი ფილმების შესამნელად. „მიშკინმა“ აწარმოა ელენეს პირველი ფილმი I am Truly a Drop of Sun on Earth (2017), რომლის პრემირაც შედგა როტერდამში და მრავალი პრიზის მფლობელი გახდა სხვადასხვა ფესტივალებზე.