დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, დაბა აღსტაფაში (აზერბაიჯანი). 1940 წელს, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ - ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთარალ რედაქტორად. 1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე და შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის და ''საპატიო ნიშნის" ორდენებით. ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1995).