დაიბადა 1947 წლის 28 ოქტომბერს. სოფელ ნუკრიაანში (სიღნაღის რაიონი). 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მისი პიესის "გრაალის მცველნი"-ს სახით ქართული საზოგადოება 1989 წელს ნაწილობრივ გაეცნო 1937 წელს გერმანულ ენაზე გამოცემულ გრიგოლ რობაქიძის რომანს "მცველნი გრაალისა".