დაიბადა 1965 წლის 9 იანვარს. 1987 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძისა და თემურ ჩხეიძის სახელოსნო). დადგმული აქვს სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრებში და უცხოეთში: ოპულის კოხანოვსკის სახელობის, ქალაქ ვროცლავის სპულჩესნის, ნოვოსიბირსკის თეატრში "ძველი სახლი", ომსკის მეხუთე და ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრებში. ასევე გადაღებული აქვს ფილმები.