დაიბადა 1966 წლის 26 ივლისს, ქ.თბილისში. 1989 წელს დაამთავრა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე–3 სამუსიკო სასწავლებელი, სპეციალობა ვოკალი და საკომპოზიციო (ი. ქუთათელაძის, ნ. ვაწაძის კლასი). 1994 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სამსახიობო ფაკულტეტი (თ. აბაშიძის ჯგუფი). 1999 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ლორთქიფანიძის ჯგუფი). შექმნილი აქვს მუსიკა ფილმებისა და სპექტაკლებისათვის: “ამიკო”, “ბალზამინოვის ქორწინება”, “სიყვარულის მზე”, "მაგრამ რა მერე”, “იყო და არა იყო რა”,”პრემიერა”,”სათაგური” და სხვა. 2011 წლიდან არის ავტორ–შემსრულებელთა საზოგადოება ბარდების კლუბის პრეზიდენტი.