დაიბადა 1966 წლის 18 მარტს ქ. თბილისში. 1983-1987 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1987-1988 წლებში სწავლობდა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის (ВГИК) კინორეჟისურის ფაკულტეტზე (პეტრე ტოდოროვსკის სახელოსნო) ქ. მოსკოვი. 1992 წელს დაამთავრა ბულგარეთის კინემატოგრაფიის ნაციონალური აკადემიის კინორეჟისურის ფაკულტეტი (ხრისტო ხრისტოვის სახელოსნო) ქ. სოფია. სხვადასხვა წლებში წერდა სტატიებს ჟურნალებისთვის: "არილი", "ანაბეჭდი", "ცხელი შოკოლადი", "Playboy".