დაიბადა 1907 წლის 26 აპრილს სოფ. იწაში (ამბროლაურის რაიონი). დაამთავრა ამბროლაურის შვიდწლიანი სკოლა. 1928 წელს სამრეწველო ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1950).