დაიბადა 1954 წლის 22 თებერვალს ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა 43-ე საშუალო სკოლა, 1977 წელს - თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში რეჟისორის ასისტენტად, ხოლო 1986 წლიდან - რეჟისორად. 1991 წლეს სამუშაოდ გადავიდა სააქართველოს ტელევიზიაში. 1991-93 წ.წ. ასწავლიდა მონტაჟის თეორიას საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში. 1992 წლიდან მოღვაწეობს ამერიკულ ფონდში “Save the children” მენეჯერად და არის ჰუმატიტარული პროგრამების დირექტორის მოადგილე. 1995 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში და მუშაობს თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო ცენტრში.