დაიბადა 1960 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ განაგრძო სწავლა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში კინო-ტელე სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1982 წელს მიენიჭა დოკუმენტური კინოსა და ტელეფილმის რეჟისორის კვალიფიკაცია. 1983-92 წ.წ. მუშაობდა დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმების სტუდია “მემატიანეში”.