დაიბადა 1948 წლის 10 აპრილს, თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მეორე მუსიკალური სასწავლებელი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1987 წელს მიენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია პუბლიცისტური წერილებისათვის "მშფოთვარე ძილის ხეობებში".