დაიბადა 1929 წლის 8 ივლისს ქ. თბილისში. 1950 წლიდან სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1955 წელს დაამთავრა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში საბავშვო გადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად. 1976–82 წლებში იყო კომპანია „ქართული ტელეფილმის“ დირექტორი. 1982–92 წლებში კომპანიის სასცენარო–სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის რამოდენიმე პოპულარული სიმღერის ავტორი და შემსრულებელი, მათ შორის „ქარი გიმღერის ნანასა“. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1979).