დაიბადა 1948 წლის 28 აგვისტოს სოფ. ტოლოში (ასპინძის რაიონი). 1968 წლიდან სწავლობდა ჯერ თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ეკონომიური ფაკულტეტი დაამთავრა 1976 წელს. 1972-73 წლებში მუშაობდა საქართველოს მუსიკალურ–ქორეოგრაფიულ საზოგადოებაში ტექნიკურ კონტროლიორად, 1967–77 წლებში საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროში ინჟინრად, 1977–2006 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ფილმის დირექტორად.