დაიბადა 1932 წლის 27 აპრილს ქ. თბილისში. 1972-75 წლებში სწავლობდა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში. 1949–50 წლებში მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სცენის მუშად; 1950–56 წლებში – სამხედრო ფლოტის მეზღვაურად; 1956–62 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენის თანამშრომლად; 1972–79 წლებში – კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ უფროს ადმინისტრატორად, 1974 წლიდან ფილმის დირექტორად. ამჟამად არის მოსკოვის ბავშთა ქართული სახალხო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.