დაიბადა 1949 წლის 18 სექტემბერს სოფ. ჯიგრაშენში (ბოგდანოვკის რაიონი). 1969–2006 წლებში მუშაობდა კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ გამნათებლად, შემდეგ საოპერატორო ტექნიკის მომსახურე მექანიკოსად (1971), კინოოპერატორის ასისტენტად (1971), უფროს ადმინისტრატორად (1983), ხოლო 1986 წლიდან ფილმის დირექტორად.