დაიბადა 1926 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში. 1945-48 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. 1953–65 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში უფროს ეკონომისტად. 1968 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში უფროს ბუღალტერ-რევიზორად, 1969 წლიდან აგრძელებს მუშაობას კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ უფროს ინჟინერ-ეკონომისტად, შემდეგ 1973 წლიდან 1997 წლამდე ფილმის დირექტორად.