დაიბადა 1941 წელს, თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობით. შემდეგ დაამთავრა ასპირანტურა და იქვე გააგრძელა პედაგოგიური მოღვაწეობა. 1974-75 წლებში სტაჟირება გაიარა საფრანგეთში სორბონის უნივერსიტეტსა და პარიზის ხელოვნებათა სკოლაში. 1976 წლიდან იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული პროფესიის ფაკულტეტის დეკანი, კათედრის გამგე. პარალელურად ეუფლებოდა სახვით ხელოვნებას. შესრულებული აქვს ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები, რომელიც დაცულია სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.