დაიბადა 1958 წლის 27 დეკემბერს, ქ .ლანჩხუთში. 1975 წ. დაამთავრა ქ. თბილისის 48-ე საშუალო სკოლა. 1975-80 წ.წ. სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1981 წლიდან მუშაობდა "საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში" უმცროს რედაქტორად, რედაქტორად, მეცნიერ-რედაქტორად; ხოლო 1992 წლიდან ორგანიზაციის დირექტორად. 1993-96 წ.წ. მუშაობდა გაზეთ "კავკასიონში". 1996-2005 წ.წ - ჯერ ლიტერატურული გაზეთის, ხოლო შემდეგ ლიტერატურული ჟურნალის - "არილის" მთავარი რედაქტორია