დაიბადა 1872 წლის 13 იანვარს, სოფელ ბახვში (ოზურგეთის რ-ნი). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო. 1902 წლიდან პირველი ლექსი "იმედი", დაიბეჭდა ჟურნალ "კვალში". აქტიურად იღწვოდა საზოგადოებრივ სარბიელზე. მონაწილეობდა 1905-1907 წწ. რევოლუციაში. 1906 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს. 1908 წელს გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში. მან დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობისა და ჟურნალისტიკის განვითარებას. დააარსა საბავშვო ჟურნალი "ნაკადული" და 1910-1928 წწ. რედაქტორობდა ჟურნალს. იგი იყო პირველი ქართული საბავშო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. დიდხანს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციას.