დაიბადა 1947 წლის 1 იანვარს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტში. 1974-1978 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1978 წლის 22 აპრილს ჯემალ თოფურიძე ტრაგიკულად დაიღუპა. 1978 წელს გარდაცვალებიდან ერთ თვეში, "ცისკარში" გამოქვეყნდა მისი ყველაზე ცნობილი მოთხრობა "დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია". იმავე წელს ამ მოთხრობას მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემია წლის საუკეთესო მოთხრობისათვის.