დაიბადა 1954 წლის 3 ოქტომბერს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იყო ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი.