დაიბადა ალტაის მხარეში (რუსეთი) 1946 წლის 22 ივლისს. დაამთავრა კიშინიოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ნიკოლოზ რიმსკი–კორსაკოვის სახ. ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორიის ბალეტმაისტერის განყოფილება (გიორგი ალექსიძის სახელოსნო). 1970 წლიდან მუშაობდა აგრაპინა ვაგანოვას სახ. ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებლის ბალეტმაისტერად, 1977 წელს გახდა ლენინგრადის საბალეტო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. აღიარებულია მსოფლიოში, როგორც ბალეტის ახალი სტილის შემქმნელი, რომელიც წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე ცეკვის, ფილოსოფიისა და დრამატული ხელოვნების სინთეზს. არის 40–ზე მეტი ბალეტის ავტორი, მათ შორის: ”იდიოტი”, ”ტერეზა რაქენი”, ”ოსტატი და მარგარიტა”, ”რექვიემი”, ”ჩაიკოვსკი”, ”დონ–კიხოტი”, ”კარამაზოვები”, ”წითელი ჟიზელი” და სხვა.