დაიბადა 1939 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით – ქართული ენა და ლიტერატურა. 1964-66 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“ რეცენზენტად; 1967–70 წლებში კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის გაზეთ „საქართველოს კინემატოგრაფისტის“ ლიტმუშაკად; 1970 წელს საქართველოს კინოგაქირავების რესპუბლიკურ კანტორაში მხატვრული ფილმების რედაქტორად; 1970-2006 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ უფროს რედაქტორად.