დაიბადა 1929 წლის 25 სექტემბერს ქ. გორში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის მეორე მოზარდთა სკოლა. 1949-53 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ეწეოდა აქტიურ მოღვაწეობას საქართველოს რადიოკომიტეტში და ტელევიზიაში, სადაც საფუძველი ჩაუყარა მრავალ საინტერესო წამოწყებას, მათ შორის აღსანიშნავია ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის ჩამოყალიბება. მუშაობდა თეატრალური პროგრამების მთავარ რედაქტორად. იყო გაზეთების ”იბერია სპექტრი” და ”საქართველო” -ს მთავარი რედაქტორის მოადგილე, გაზეთ ”თვალთაის” მთავარი რედაქტორი.