დაიბადა 1961 წლის 31 მაისს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1985 წელს ჟურნალ "ხელოვნებაში" გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა "შუაღამისას". 1992-1996 წლებში იყო ალმანახ "დრამატურგიის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1996-1998 წლებში – ამავე ალმანახის მთავარი რედაქტორი. ავტორია წიგნების ”ტრიპტისი” (პიესები), ”გარეუბანი” (მოთხრობები), ”ყურთბალიში” (მცირე რომანი). სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2001). ლიტერატურული პრემიების "კვალის" (2002) და "საბა"-ს (2005) ლაურეატი. სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი”-ს ლაურეატი (2010).