დაიბადა ქ. სოხუმში 1929 წლის 6 მარტს. მამამისი, წარმოშობით ირანელი, 1938 წელს გაასახლეს სსრკ–დან და იგი იზრდებოდა აფხაზი დედის ნათესავთან. სწავლობდა მოსკოვის საბიბლიოთეკო ინსტიტუტში, ხოლო 1951 წელს სწავლა გააგრძელა ა.მ. გორკის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1954 წელს. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1952 წელს. 1956 წლიდან 90–იანი წლებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სოხუმში.