დაიბადა 1945 წლის 19 თებერვალს. 1964-1972 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ხელოვნების ფაკულტეტეზე. 1992 წ. დააარსა ერის სულიერ ფასეულობათა და ტრადიციათა დაცვის ცენტრი ”სერაფიტა” – (”ოქროს აკვანი”), 1990-96 წწ. გამოსცა: მშობლიური მიწის მოვლის და კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ხელშემწყობი გაზეთი ”წუთისოფელი”. მოამზადა ”ხოგაის მინდიას სახლის” პროექტი: ”ტრადიციული სოფელი ჩაკეტილ ისტორიულ სივრცეში”. ავტორია პუბლიცისტური წიგნისა ”მყივანა წისქვილები”. 1979-91 წლებში მოღვაწეობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”, სცენარისტად და შემდგომ უფროს რედაქტორად (პირველ შემოქმედებით გაერთიანებაში). ამჟამად არის პროფესიონალ მწერალთა დაცვის საერთაშორისო ფონდის და ეროვნულ ტრადიციათა დაცვის ცენტრის პრეზიდენტი, ჟურნალ ”მითი და ტრადიციის” რედაქტორი. მისი ფსევდონიმია - გველისმჭამელი.