დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლა და ლონდონის უნივერსიტეტის როიალ ჰოლოუეის დოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი. 4 წლის განმავლობაში მუშაობდა საინფორმაციო გამოშვებების წამყვანად და კორესპონდენტად ქართულ-ამერიკულ კომპანია "რადიო საქართველოში”, 2003 წლიდან – ფონდ "ინტერნიუსში” დოკუმენტური ფილმების პროდიუსერად. 2006 წლიდან მუშაობა განაგრძო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების განყოფილებაში.