დაიბადა 1938 წლის 2 სექტემბერს ქ. ოჩამჩირეში. 1956–60 წლებში მუშაობდა "საქმთავარპოლიგრაფ–გამომცემლობაში” მდივან–მემანქანედ; 1960–69 წლებში – შრიფტის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში – გრავიორად; 1969–78 წლებში – საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმში რეფერენტად; 1979–80 წლებში – საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების პროგრამების მთავარი რედაქციის სახვითი ხელოვნების გადაცემათა ჯგუფში რეჟისორის ასისტენტად; 1980 წლიდან 1985 წლამდე – კომპანია ”ქართულ ტელეფილმში” ადმინისტრატორად, ხოლო 1985 წლიდან 2006 წლამდე ფილმის დირექტორად.