დაიბადა 1942 წლის 15 აპრილს ქ. მოსკოვში. 1969 წლიდან სწავლობდა რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლეს კურსებზე, დაუსწრებლად დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1982-86 წ.წ. იყო ”მოსფილმის” გენერალური დირექტორის მოადგილე, 1987-98 წ.წ. - გენერალური დირექტორი. 1987-91 წ.წ. და 1993-96 წ.წ. იყო სსრკ-ს სახელმწიფო კინოკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მუშაკი (1976), დაჯილდოებული პრიზით ”საუკეთესო პროდიუსერს” (1999, ანაპა, კ/ფ ”კინოშოკი”).