დაიბადა 1927 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის სახელმწიფო და სამართლის თეორიის კათედრაზე ლაბორანტად. 1958-68 წ.წ. და 1974-2010 წ.წ. მუშაობდა ”ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში” (ამჟამად ”მემატიანე”), 1968-74 წ.წ. - საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში, 1945 წლიდან I ალტ-საქსაფონზე უკრავდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბებულ საქართველოში პირველი ჯაზორკესტრში, ხოლო შემდეგ 1956 წლამდე - ჯანო ბაგრატიონის ცნობილ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზორკესტრში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1985), ღირსების ორდენის კავალერი.