დაიბადა 1938 წლის 23 მაისს. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან ჯერ კინომექანიკოსად, შემდგომ კინოოპერატორის ასისტენტად, 1963 წლიდან კი კინოოპერატორად. ტელეფილმების სტუდიაში მან ერთ-ერთმა საფუძველი ჩაუყარა კომბინირებული გადაღების საამქროს დაარსებას, აქვს მრავალი გამოგონება.