დაიბადა 1913 წლის 20 სექტემბერს ქ. თბილისში. 1931 წელს დაამთავრა სახკინმრეწვთან არსებული კინოსაოპერატორო კურსები და იმავე წლიდან მუშაობდა კინოდოკუმენტალისტად. იგი აღიარებულია ქართული ალპინიზმის მემატიანედ. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966).