დაიბადა 1876 წელს. რევოლუციამდელი რუსეთის ერთ-ერთო წამყვანი ოპერატორი. 1914 წელს ჩაირიცხა ა. ხანჟონკოვის კინოფირმაში ოპერატორად. სამოქალაქო ომის დროს მან უარი განაცხადა წითელარმიელების ქრონიკის გადაღებაზე, რის გამოც დასაჯეს და საქართველოში იგი შეიფარა ყოფილმა ხანჟოკოველმა ”ეკრანის მეფემ” ივანე პერესტიანმა. მათ ერთად გადაიღეს ფილმი ”სურამის ციხე”, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა გერმანიაში, საფრანგეთში, თერქეთსა და ირანში.