დაიბადა 1959 წლის 30 იანვარს ქ. თბილისში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. 1997 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამონტაჟო საამქროში (1976–78) და მულტგაერთიანებაში (1983–84). 1985 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ კინოოპერატორის ასისტენტად, ხოლო შემდეგ 1996 წლიდან კინოოპერატორად.