დაიბადა 1979 წლის 16 ნოემბერს, ქ. სოხუმში. 1997-2002 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კონოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტის კინო და ტელე სარეჟისორო ფაკულტეტზე (გელა კანდელაკის ჯგუფი), 2002-07 წლებში ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო და ტელესარეჟისორო ფაკულტეტზე. არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციის „კვალი XXI“-ის ერთ-ერთი დამაარსებელი (2002), რომელშიც შედის კინოსტუდია „კვალი XXI“ და ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“, 2009 წლამდე იყო ამავე სტუდიის დირექტორი, თეატრის მსახიობი და კინოოპერატორი.